Commercial/Retail - For Rent/Lease - Tbilisi

გასაქირავებელი ფართი ქალაქის ცენტრში

6,019 GEL InStock Other Currencies
 
[Monthly]
Tbilisi
Date Available: 01/11/2024
ID: 105004026-555
Total SqM
108
Lot Size (m2)
108
Built Area (m²)
108

Floor Level
1
All information provided by the listing agent/broker is deemed reliable but is not guaranteed and should be independently verified. No warranties or representations are made of any kind.
ძველი თბილისის ერთ-ერთი უპირველესი და ისტორიული უბანი, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ლეგენდის თანახმად, ეს არის ადგილი, სადაც ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში თერმული წყლები აღმოაჩინა და ქალაქი თბილისი გააშენა. უბნის სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

მოკლე ისტორია


ისტორიული წყაროების თანახმად „X საუკუნის არაბი გეოგრაფი, იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. XIII საუკუნის თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის. XVII–XIX საუკუნეების თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII–XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. „ თბილისურ აბანოებს ხშირად სტუმრობდა მე-19 საუკუნის ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ გაშენდა პირველი ბალნეოლოგიური კურორტი. რომლის განახლებული შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სამკურნალო ცენტრის მთავარ ღირსებას სხვადასხვა შემადგენლობისა და ტემპერატურის მინერალური ბუნებრივი წყაროები შეადგენს.

აბანოებს მხოლოდ სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონიათ, ეს იყო ქალაქის მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილი, სადაც ქალაქელები ოჯახებით, მთელი დღით მოდიოდნენ, ბანაობდნენ და ილხენდნენ. ტერიტორია შუასაუკუნეების სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრსაც წარმოადგენდა.

აბანოთუბანი დღეს


აბანოთუბანი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია ქალაქში და თბილისის ტურისტული მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს. მრავალეთნიკური მოსახლეობით, სიძველით და საინტერესო არქიტექტურით, რომლის მხატვრულ ღირებულებას ერთის მხრივ რელიეფური თავისებურება განსაზღვრავს, ხოლო მეორე მხრივ სხვა და სხვა დროის მულტიკულტურული არქიტექტურული სტილისა და ელემენტების სიჭრელე.

განაშენიანების მხრივ უბანი მჭიდროდ დასახლებულია. ერთ კვადრატულ მეტრზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (3264 სული) თბილისის უბნებს შორის კვლევის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს.

ისტორიული განაშენიანების ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად გვხვდება სხვა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომერციული ( კაფეები, ბარები, რესტორნები, სამხატვრო გალერეა სალონები და ა.შ.) და სტუმარ მასპინძლობის ბიზნესთან დაკავშირებული ობიექტების (საოჯახო, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები) მრავალფეროვნება. შუასაუკუნეების თბილისისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩები დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი სახლებით არის დატვირთული.

უძრავი ქონების ბაზარი


უბანი აქტიურია კომერციული და საცხოვრებელი კუთხით. უძრავი ქონების ბაზრის 80 % ტურისტებზე გათვლილი საინვესტიციო სეგმენტია. საცხოვრებელი ქონების მხრივ უბანი ყველაზე მოთხოვნადია მოკლევადიანი (დღიური) ქირის კუთხით. გასაყიდი ქონების საფასო დიაპაზონი 1 კვ.მ.-ზე დაახლოებით – 2000 - 4000 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს.

კომერციული უძრავი ქონების ძირითადი სახეობაა მცირე და საშუალო ზომის საცალო ფართები, რომელიც თემატურად ტურისტულ სეგმენტზეა გათვლილი და სხვა და სხვა ტიპის სავაჭრო, კვების, გასართობ და კულტურულ ობიექტებს მოიცავს. მათი ძირითადი კონცენტრაცია ხდება „მეიდნის“ ირგვლივ .

საოფისე უძრავი ქონება წარმოდგენილია ა კლასის ბიზნეს ცენტრის სახით.

ქირის საფასო დიაპაზონი 1კვ.მ.-ზე 15 -20 ა.შ.შ დოლარს შეადგენს.
Managing Agent
Maia Meshvildishvili Maia Meshvildishvili ილია ჭავჭავაძის გამზირი 68
Ilia Chavchavadze ave. 68
Tbilisi, Tbilisi, Georgia
0162

Maia Meshvildishvili

GEL Georgia RE/MAX Capital Tbilisi ილია ჭავჭავაძის გამზირი 68
Ilia Chavchavadze ave. 68
Tbilisi, Tbilisi, Georgia
0162

Show...
Show...

Send Message

 
Maia Meshvildishvili Maia Meshvildishvili ილია ჭავჭავაძის გამზირი 68
Ilia Chavchavadze ave. 68
Tbilisi, Tbilisi, Georgia
0162

ილია ჭავჭავაძის გამზირი 68
Ilia Chavchavadze ave. 68
Tbilisi, Tbilisi, Georgia
0162
GEL Georgia RE/MAX Capital Tbilisi

Favourites

Share & Compare


Recently Viewed

Share & Compare