ბინა მდებარეობს ძველი და თანამედროვე თბილისის შუაგულში, პარლამენტთან რუსთაველის გამზირთზე 5 წუთის სავალზე და თავისუფლების მეტროსთან 10 წუთის სავალზე.ბინის ირგვლივ რადიუსში მდებარეობს მსხვილი სავაჭრო ცენტრები,მოლი, თეატრი კინო კავეა, კაფე-ბარები, კლუბები, რესტორნები, გალერეები, მუზეუმები. ბინა მოიცავს ერთ იზოლირებულ საძინებელს და სტუდიო ტიპის ოთახს. ახალ გარემონტებულია ვინტაჟის სტილში, რომელიც შეესაბამება ძველი ქალაქის იერსახეს. ბინაში განთავსებულია ყველა საჭირო ავეჯი და ტექნიკა . დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, ორი კონდეციონერი და ორი ტელევიზორი, არის ორი დივანი,ორი ორკაციანი საწოლიი, მაცივარი , სარეცხი მანქანა და მტვერსასრუტი.