ბინა განთავსებულია კომპანია " ევორდის" მიერ აშენებულ სახლში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩის ბოლოს. მყუდრო მდებარეობა და ამავდროულად შეუზღუდავი წვდომა ქალაქის ცენტრალურ სატრანსპორტო მაგისტრალებზე, ბინას მოთხოვნას უზრდის. 65 კვ.მ. ფართი მაღალ მეორე სართულზეა. მას ოპტიმალური გეგმარება აქვს და მოიცავს : ფართო ჰოლს, აბაზანა-ტუალეტს, დიდი ზომის საძინებელს, სტუდიოს ტიპის სამზარეულო-მისაღებ ოთახს და აივანს. რემონტი ახალია, ბინა უზრუნველყოფილია ავეჯითა და ტექნიკით.