ბუნებასთან შერწყმული ვაკე ჰილსის პროექტი წარმოადგენს პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და კუს ტბის ხედებით. სამი ასიმეტრიული სტილის საცხოვრებელი ბლოკი გამოარჩევს პროექტს მისი უნიკალური არქიტექტურული იერით. ეკოლოგიურად სუფთა გარემო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სახლის სადარბაზო ორი ლიფტითაა აღჭურვილი. მეოთხე სართულზე მდებარე ბინის საერთო ფართი 73 კვ,მ შეადგენს. აქედან 14 კვ.მ. ვერანდას ეთმობა. შიდა ფართში დაგეგმარებულია ჰოლი, ერთი საძინებელი, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი. რემონტი ახალაი დამთავრებულია. მესაკუთრე გაითვალისწინებს დამქირავებლის ინტერესს ავეჯთან მიმართებაში.