ვერაზე პეტრიაშვილის ქუჩაზე ძველ მაგრამ მყარ სახლში გთავაზობთ ბინას. სახლის სადარბაზო იკეტება არის ულიფტო, სუფთა და მოვლილი, ბინა არის ბოლო სართული სადაც ორი მაცხოვრებელია და იკეტება რკინის ჟალუზით.
ბინა არის 211,33 კვ.მ. დუპლექსი გეგმარებით: 1 სართულზე ჰოლი, დიდი მისაღები, ნახევრად იზოლირებული სამზარეულო, სველი წერტილი, სათავსო ოთახი, კაბინეტი რომელიც ასევე შესაძლებელია მოეწყოს როგორც საძინებელი,
მეორე სართულზე დიდი მისაღები/ჰოლი სადაც დამონტაჟებულია ბუხარი, სამი საძინებელი ერთი საკუთარი სველი წერტილით, ერთი საერთო სველი წერტილი.
ბინა არის ძველი გარემონტებული, მაგრამ კარგად შენახული. შეიძლება მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება. აქვს აივნები ხედით ქალაქზე.
ბინაში რჩება ჩაშენებული ავეჯი.